← kemsi.ai

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის ივნისი

KemsiLab ("ჩვენ") სერიოზულად ეკიდება შენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს პოლიტიკა განმარტავს, რა ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ და როგორ ვიცავთ.

1. რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • რეგისტრაციისას: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი (არასავალდებულო).
  • Google-ით შესვლისას: ელ. ფოსტა, სახელი, სარეიტინგო ფოტო — Google-ისგან.
  • სერვისის გამოყენებისას: ატვირთული ფოტოები (დამუშავდება და ინახება Cloudinary-ზე), გამოყენების სტატისტიკა, credits-ის ისტორია.
  • ტექნიკური: IP მისამართი, browser ტიპი — მხოლოდ უსაფრთხოებისა და ანალიტიკის მიზნებისთვის.

2. როგორ ვიყენებთ მონაცემებს

  • ანგარიშის შექმნა და ავტენტიფიკაცია.
  • kemsi.ai სერვისის მიწოდება — ფოტოების დამუშავება და ექსპორტი.
  • Credits-ის და გადახდების ადმინისტრირება.
  • ტექნიკური პრობლემების გამოვლენა და სერვისის გაუმჯობესება.
  • მნიშვნელოვანი განახლებების შესახებ შეტყობინება (email-ით).

3. სად ინახება მონაცემები

  • მომხმარებლის ანგარიშის მონაცემები: Neon PostgreSQL (EU, Frankfurt).
  • ფოტოები: Cloudinary CDN (გლობალური).
  • Hosting: Vercel (Edge Network).
  • მონაცემები ინახება ანგარიშის წაშლის მოთხოვნამდე.

4. მესამე მხარეები

  • Google — OAuth ავტენტიფიკაციისთვის. Google Privacy Policy: policies.google.com/privacy
  • Cloudinary — ფოტოების შენახვა და CDN. cloudinary.com/privacy
  • Neon — მონაცემთა ბაზა. neon.tech/privacy
  • Vercel — Hosting. vercel.com/legal/privacy-policy
  • ჩვენ არ ვყიდით შენს მონაცემებს მესამე მხარეებზე.

5. შენი უფლებები

  • წვდომა: შეგიძლია გამოითხოვო შენს შესახებ შენახული ინფორმაცია.
  • გასწორება: შეგიძლია შეცვალო ინფო settings-ის გვერდზე.
  • წაშლა: შეგიძლია გამოითხოვო ანგარიშისა და მონაცემების სრული წაშლა.
  • ყველა მოთხოვნა: info@kemsilab.com

6. Cookies

  • ვიყენებთ მხოლოდ session cookie-ებს — ავტენტიფიკაციისთვის.
  • არ ვიყენებთ tracking-ის ან advertising-ის cookie-ებს.
  • Browser-ის პარამეტრებით შეგიძლია cookie-ები გამორთო (ამ შემთხვევაში შესვლა ვერ იმუშავებს).

7. კონტაქტი

  • კითხვებისა და მოთხოვნებისთვის: info@kemsilab.com
  • KemsiLab — kemsi.ai-ის შემქმნელი.